ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები ობამას საგარეო პოლიტიკას უწუნებენ


რესპუბლიკელები ობამას საგარეო პოლიტიკას უწუნებენ

რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის, ბოლო დროს, მსჯელობის ჩვეულ თემას პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის დროს ამერიკის სახელმწიფოებრივი სისუსტე და სიფრთხილე წარმოადგენს. ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი ომის ვეტერანებს თავის შტატში ესაუბრა.

„11 სექტემბრის ტერქტის 10 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ მტერთან ბრძოლის ვალდებულებები,-“ განაცხადა ტეხასის გუბერნატორმა.

მიუხედავად იმისა, რომ პერიმ წინასაარჩევნო მარათონში სულ რამოდენიმე კვირაა მონაწილეობს, მისი რეიტინგი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად თანაპარტიელ კანდიდტებზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

კონგრესმენმა ქალბატონმა მინესოტას შტატიდან - მიშელ ბაქმანმა, ქალაქ მინეაპოლისში ამერიკის ლეგიონის შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტი მმართველობის საკითხზე გააკეთა, და პარალელი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკურ მოღვაწეობასათანაც გაავლო.

„რონალდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა დიდი წვლილი შეიტანეს საკუთარი ქვეყნების ეკონომიკისა და სამხედრო სფეროს განვითარების საქმეში. ჩვენც იმ დროში ვიმყოფებით როცა ძალიან გვესაჭიროება ძლიერი, ენერგიული მმართველობა, რომელიც ქვეყანას ძველ იერ-სახეს დაუბრუნებს,-“ თქვა მიშელ ბაქმანმა.

საინტერესოა ერთი გარემოებაც: თავად რესპუბლიკელებს არანაირი ახსნა-განმარტება არ მიუციათ იმის თაობაზე თუ როგორ აპირებენ ქვეყნის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის საკითხების წარმართვას, მაშინ როცა, ისინი, ბატონ ობამას საგარეო პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებენ.

მინეაპოლისში, ამერიკელ ლეგიონთა წინაშე, საკუთარი პოლიტიკის მიმოხილვით თავად პრეზიდენტი ობამაც წარსდგა. მან ავღანეთში წარმატებასა და ოსამა ბინლადენის მკვლელობის შესახებაც ისაუბრა. ამასთანავე, მან, ქვეყნის ადმინისტრაციის მხარდაჭერასაც გაუსვა ხაზი ლიბიაში ნატოს სამხედროეობის წარმატებაში.

„ვხედავთ რა ალ-ყაიდას დამარცხებას, ჩვენზე გავლენა არ იქნება, სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ. ავღანეთში დაწყებული სამხედროების გამოყვანის შედეგად, მომავალ წელს, 33,000 ჯარისკაცი სამშობლოში დაბრუნდება. ეს რიცხვი სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, -“ განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

პოლიტიკურ ექპერტთა აზრით, მსჯელობა საგარეო პოლიტიკზე, ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების საკითხიდან ყურადღების გადატანის საშუალებას წარმოადგენს.

გაზეთ „ნიუ-ორკ დეილი ნიუსის“ ვაშინგტონის ბიუროს უფროსის ტომ დეფრანკის თქმით:

„ამერიკელთა საშუალო ნაწილს კვლავ დასაქმების, ეკონომიკისა და უმუშევრობის საკითხი აღელვებს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტ ობამასათვის წარმატებების ქონა, ლიბიის კამპანიის მსგავსად, მნიშვნელოვანი იქნება.“

„ასოშიეტედ პრესის“ ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, პერზიდენტ ობამას, ტერორიზმთან ბრძოლისა და ავღანეთიდან საჯარისო ნაწილების გამოყვანის საკითხში ძლიერი მხარდამჭერები გამოუჩნდნენ. პრეზიდენტის რეიტინგი საგარე საქმეთა სფეროში გაცილებით მაღალია ვიდრე შიდა ეკონომიკისა და განსაკუთრებით, სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG