ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრის ქრისტი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს


ქრის ქრისტი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

„პოლიტიკოს“ გამომცემელი ალექსანდრე ბერნსი ამბობს, რომ რესპუბლიკელებისათვის ნომინაცის ხმის მიცემის პროცესი იანვრის დასაწყისში ჩატარდება.

რესპუბლიკელების აღფრთოვანება, ნიუ-ჯერსის გუბერნატორის ქრის ქრისტის საპერზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე დიდხანს არ გაგრძელებულა. ახლა გუბერნატორმა, ყველანაირი ალბათობა გამორიცხა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენების თაობაზე.

ამ საკითხზე ქრისტი ბევრს ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ, არჩევნებში მონაწილეობა მაინც იუარა.

“მე ყველას მოსაზრებას ვუსმენდი და ვცდილობდი გამეთვალისწინებინა მათი რჩევა. მიუხედავად ამისა, მაინც სწორი პოზიცია ავირჩიე, როცა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განვაცხადე. ახლა ჩემი დრო არ არის,-” განაცხადა გუბერნატორმა.

ქრისტის გადაწყვეტილებას ახალი სოციოლიგიური გამოკითხვა ერთვის თან, სადაც უმრავლესობამ ტეხასის გუბერნატორის რიკ პერის მხარდაჭერა გამოხატა. გასულ კვირას, რიკ პერიმ დებატებში მონაწილეობის მიღების დროს გარკვეული წარუმატებლობა განიცადა.

“ვაშინგტონ-პოსტისა და ეი-ბი-სის” ერთობლივმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მით რომნი რიკ პერისა და ბიზნესმენ კანდიდატ ჰერმან ქეინს 25 პროცენტით წინ უსწრებს.

რიკ პერის მომხრეთა ნაკლებობამ და ქრისტის უარმა არჩევნებში მონაწილობაზე, მით რომნის, თანაპარტიელთა წრეში, თავისი პოზიციების განმტკიცების საშუალება მისცა.

რეალური ბრძოლა კი რესპუბლიკელთა ნომინაციაში შეიძლება ვადაზე ადრე დაიწყოს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოდგენილი ქონდა.

ფლორიდაში სულ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება საპრეზიდენტო პრაიმერის იანვარზე ჩატარების თაობაზე სხვა შტატებს ნომინანტის შერჩევის დაჩქარებას აიძულებს. სამხრეთ კაროლინას შტატმა პრაიმერის თარიღი უკვე იანვრის შუა რიცხვებისაკენ გადმოწია.

ინტერნეტ ჟურნალის „პოლიტიკოს“ გამომცემელი ალექსანდრე ბერნსი ამბობს, რომ რესპუბლიკელებისათვის ნომინაციის ხმის მიცემის პროცესი იანვრის დასაწყისში ჩატარდება:

„ყოველივე ეს კი, ისეთ შტატებში, როგორიცაა სამხრეთ კაროლინა, აიოვა და ნიუ ჰემფშირი, ნომინაციის დასახელების კამპანიას ახალი წლისთვის გადმოსწევს.“

ბოლოდროინდელი მოვლენები პრეიზიდენტ ბარაკ ობამას დაბალი რეიტინგის შედეგია. ბატონმა ობამამ, სულ ახლახანს, „ეი-ბი-სი ნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნა კიდეც, რომ მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური პირობების გამო.

XS
SM
MD
LG