მოსკოვი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ორ რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმზე, თვითმმართველობის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს და მოუწოდა, ამ რეფერენდუმის შედეგების ცხოვრებაში გატარება, კიევსა და სეპარატისტთა ლიდერებს შორის დიალოგის მეშვეობით მოახდინონ.
დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ უკრაინის კრიზისის დეესკალაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კიევი და სეპარატისტები საერთაშორისო შეხვედრაზე უარს იტყვიან და მოლაპარაკებას თვითონ დაიწყებენ.
უკრაინის დროებითმა პრეზიდენტმა ამბოხებულთა მიერ ჩატარებულ რეფერენდუმს, „იურიდიულ საფუძველს მოკლებული პროპაგანდისტული ფარსი“ უწოდა.
დღეს ოლექსანდრ ტურჩინოვმა უკრაინის პარლამენტს უთხრა, რომ „რეფერენდუმები არაფერი იყო გარდა იმისა, რომ მკვლელობები, გატაცებები, ძალადობა და სხვა სერიოზული დანაშაული მიეჩქმალა“.
თუმცა პრეზიდენტმა თქვა, რომ სურდა დიალოგის გაგრძელება „უკრაინის აღმოსავლეთში მათთან, ვისაც ხელები სისხლში არ აქვთ გასვრილი და საკუთარი მიზნების კანონიერი გზით მიღწევისთვის არიან მზად“.
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან, რათა დაადგინონ, ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ რა დამატებითი სანქციები შემოიღონ.