ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონსტიტუციური რეფორმის რეფერენდუმი თურქეთში


დღეს თურქი ამომრჩევლი ქვეყნის კონსტიტუციური რეფორმის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ქვეყნის პრემიერ მინისტრი ამბობს რომ ეს რეფორმა თურქეთის დემოკრატიზაციის გამოძახილია. თუმცა ქვეყნის ოპოზიციური პარტიები აცხადებენ რომ რეფორმას საფუძვლად მთავრობის მიერ უზენაესი სასამართლოს ხელში ჩაგდების მცდელობა უდევს.

გასულ პარასკევს ქალაქ დაირბაქირში 20 ათასი ქურთი შეეგება პრემიერ მინისტრს. პოლიტოლოგები თვლიან რომ ამ რეგიონში ერდოღანის ვიზიტი არჩევნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. პრემიერ მინისტრმა დაირბაქირში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ თურქეთის ამჟამინდელი კონსტიტუცია 1980 წელს განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების ლიდერებმა დაწერეს:

12 სექტემბრის სახელმწიფო გადატრიალება ქვეყანაში დემოკრატიის წარუმატებლობაზე მეტყველებს. ხალხი დაიღუპა, ხალხი უგზუ-უკვლოდ დაიკარგა. დაირბარაქის ციხის კედლებს ბევრ რამ უნახავთ.

ბატონმა ერდოღანმა გამოსვლისას ასევე გამოაცხადა დაიბაქირის ციხის დახურვის შესახებ. კონსტიტუციური რეფორმის თანახმად იმუნიტეტი მოეხსნება 1980 წლის სახწლმწიფო გადატრიალების ლიდერებს. პოლიტოლოგი ჩენგიზ აქტარი ამბობს რომ ქურთები ერთსულოვნად დაუჭერენ მხარს ამ რეფორმას:

ქურთებისთვის ეს რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია რადგანაც 1980 წლის ამბოხების დროს სწორედ რომ ქურთები დაზარალდნენ. მე ვთვლი რომ არცერთი ქურთი არ გამოვა რეფორმის წინააღმდეგ. ისინი ეთანხმებიან რეფორმის იმ პუნქტს რომლის თანახმად ამბოხების ლიდერები უნდა დაისაჯონ, და იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ.

თუმცა ერდოღანის კამპანიის კრიტიკოსები ამბობენ რომ პრემიერ მინისტრი ქურთების მთავარ მოთხოვნილებას ყურად არ იღებს. ქურთების პოლიტიკური პარტია მოითხოვს სკოლებში ქურთული ენის გამოყენებას და ავტონომიური უფლებების მინიჭებას. სანამ ეს მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდება ქურთების პოლიტიკური პარტია დღევანდელი არჩევნების წინააღმდეგ გამოდის. დაირბაქირის მერი, ოსმან ბეიდემირი რომელიც გასულ წელს ხელმეორედ აირჩიეს მერობის პოსტზე გადაგომით იმუქრება თუ ნახევარ ქალაქზე მეტი მიიღებს მონაწილეობას რეფერენდუმში. თურქეთის პრემიერ მინისტრმა დაგმო მერის ბოიკოტი და მის ქმედებას არადემოკრატიული უწოდა.

25 წლის განმავლობაში თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონი უთანხმოების კერად იქცა. ერთმანეთს დაუსრულებლად ექიშპებიან ქურთების მუშათა პარტია და თურქეთის მთავრობა. ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად დღევანდელი არჩევნების შედეგი რეგიონში თურქეთის მთავრობის პოზიციებს და რეფერენდუმის ბედს განსაზღვრავს.

XS
SM
MD
LG