ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპ რიკერი მოსკოვში ჩავა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ხვალ მოსკოვს ეწვევა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი რიაბკოვს შეხვდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, რუსეთში ვიზიტისას განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები, გაიმართება შეხვედრები მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ფილიპ რიკერი მოსკოვში 17-18 სექტემბერს ჩავა. მის ვიზიტს მოსკოვში წინ უძღვის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG