ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი ადასტურებს, რომ ოსტინი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა


ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი
ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრის ბევრი დეტალი ამ დროისთვის ცნობილი არ არის, პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ საუბრის დროს ლოიდ ოსტინმა სერგეი შოიგუს უთხრა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე კომუნიკაციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. საუბარი რამდენიმე საათის წინ შედგა.

ინფორმაციას სატელეფონო საუბრის შესახებ ადასტურებენ კრემლშიც. რუსული მედიასაშუალებების ცნობით, საუბრის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია.

„21 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი შედგა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალ სერგეი შოიგუსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის. განხილული იყო საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის ვითარება უკრაინაში,“ - წერს „ინტერფაქსი“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG