ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელებს კიდევ ერთ კანდიდატი გამოაკლდათ


კენტუკის შტატის სენატორმა და რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რენდ პოლმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას წყვეტს. ორშაბათს აიოვაში ჩატარებული პირველი კოკუსის შემდეგ

პოლი მესამე კანდიდატია, რომელიც არჩევნებს გამოეთიშა. ორშაბათს დემოკრატმა კანდიდატმა მარტინ ომალიმ და რესპუბლიკელმა კანდიდატმა მაიკ ჰაკაბიმ კოკუსის შემდეგ განაცხადეს, რომ წყვეტენ კამპანიას.

მომავალ სამშაბათს ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატებს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე შტატ ნიუ ჰემპშირის მოსახლეობა პრაიმერებში უყრის კენჭს.

ნიუ ჰემპშირში ამომრჩეველი აიოვასთან შედარებით ნაკლებად რელიგიური და პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში უფრო მრავალფეროვანია. გამოკითხვების თანახმად მომავალ სამშაბათს პირველ ადგილზე მილიარდერი დონალდ ტრამპი გავა, რომელიც აიოვაში ტედ კრუზის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

XS
SM
MD
LG