ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამადანი გამთენიისას დაიწყო


ისლამური რელიგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული - ერთ თვიანი რამადანი - დღეს დაიწყო.

მუსლიმანური სამყარო რამადანის წმინდა თვის დაწყებას აღნიშნავს. სუნიტმა მუსლიმებმა ერთ თვიანი მარხვა დღეს განთიადზე დაიწყეს, ხოლო შიიტებისთვის მარხვა ხვალ დილას დაიწყება. რამადანის განმავლობაში მუსლიმები მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ცდილობენ არ ჭამონ, არ დალიონ და თავი შეიკავონ სქესობრივი კავშირებისგან.

წელს რამადანის თვე მთვარის კალენდარში ჩევულებრივზე ადრე დაიწყო და ის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ზაფხულს დაემთხვა.

ერთ თვიანი მარხვა სექტემბერში იდ ალ ფიტრის დღესასწაულის აღნიშვნით დასრულდება.

XS
SM
MD
LG