ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

3 მილიონამდე ადამიანი გამოვიდა ბრაზილიის ქუჩებში


ბრაზილიის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის - დილმა რუსეფის გადადგომის მოთხოვნით კვირას ბრაზილიის ქუჩებში 3 მილიონამდე ადამიანი გამოვიდა.

დემონსტრანტები პოლიციას მოუწოდებდნენ გააგრძელონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყებული პროცედურა, რომელიც კორუფციული ბრალდებების საფუძველზე აღიძრა.

რუსეფს და მის მუშათა პარტიას ბრალი კორუფციულ გარიგებებში ედებათ, პროკურატურის ინფორმაციით სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებმა კონტრაქტების სანაცვლოდ 2 მილიარდი დოლარის

ოდენობის ქრთამი გადაიხადეს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დემონსტრაციები მთავრობისთვის სახიფათოა.

XS
SM
MD
LG