ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის ოთხმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება


ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოთხმხრივი შეხვედრა გამართეს ბაქოში. შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მინისტრებმა განაცხადეს, რომ სატრანსპორტო კორიდორების განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას და გაძლიერებას. ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და ხაზი გაუსვეს ოთხმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ამ ფორმატში წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ხაზი გაესვა ოთხივე ქვეყნის საერთო ინტერესს ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც აისახა შეხვედრაზე მინისტრების ხელმოწერილ დოკუმენტში, სადაც ასევე ნათქვამია რომ მხარეები მტკიცედ უჭერენ მხარს კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებით.

შემდეგი ოთხმხრივი შეხვედრა თბილისში გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG