ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყურანის დაწვის გეგმას ობამა გამოეხმაურა


ამერიკული რელიგიური დაჯგუფების გეგმას ყურანის დაწვის თაობაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა. ბარაკ ობამას განცხადებით, ეს ქმედება „ალ-ყაიდას“ მიერ იქნება გამოყენებული. ამის თაობაზე ბარაკ ობამამ ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელი მოძღვრის ქმედება ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარისკაცებს დიდ საფრთხეს შეუქმნის. პრეზიდენტმა ობამამ ყურანის დაწვის განზრახვას დესტრუქციული ქმედება უწოდა. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ასეთ არაპოპულარულ ქმედებას ამერიკული კანონმდებლობა არ კრძალავას.

მსოფლიოს უდიდესი მუსულმანური ქვეყნის ინდონეზიის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა შეერთებული შტატების ლიდერს ბარაკ ობამს, რათა პირადად ჩაერიოს და შეაჩეროს 11 სექტემბერს ფლორიდაში ყურანის დაწვის გეგმა. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ამერიკული ეკლესია 11 სექტემბერს ამერიკაზე თავდასხმის აღსანიშნავად თავის სამლოცველოსთან ყურანის დაწვას გეგმავს. ამერიკელი მოძღვარი ტერი ჯონსი რელიგიურ გაერთიაანებას -მსოფლიოს თანამშრომლობის ცენტრს ხელმძღვანელობს. მას 50 კაციანი მრევლი ყავს. ის არ აპირებს უარის თქმას თავის გეგმაზე, რომელიც მუსლიმთა მიმართ პროტესტის ნიშნად ყურანის დაწვას გულისხმობს. გუშინ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მის გეგმას სამარცხვინო საქციელი უწოდა და სინანულით აღნიშნა, რომ ამ პატარა რელიგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა მსოფლიოს მასშტაბით დიდი ყურადღების მიპყრობა შეძლო.

XS
SM
MD
LG