ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედმა მოსახლეობას შობა მიულოცა.
მიმართვაში დედოფალმა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს და სამხედრო მოხალისეებს მადლობა გადაუხადა:
"წელს ლონდონმა სპორტის ზეიმს უმასპინძლა, რომელზეც ოლიმპიელმა სპორტსმენებმა საკუთარი უნარი და თავდადება გამოავლინეს. ჩვენ ასევე დავრწმუნდით იმაშიც, რომ მსგავსი ღონისძიებების წარმატება ბევრად არის დამოკიდებული სამხედრო მოხალისეებზე. ამ გულანთებულმა ადამიანებმა არ უღალატეს ტრადიციას და დიდი ძალისხმევით სცადეს, საკუთარი ძალებით ჩვენი უსაფრთხოება დაეცვათ და კომფორტზე ეზრუნათ."
დედოფალი ელიზაბეტის განცხადებით, იგი აღფრთოვანებულია იმ ერთიანობით და მეგობრობით, რაც ბრიტანეთის მოსახლეობამ მის მიმართ, ტახტზე ასვლის 60 წლისთავის იუბილეზე გამოამჟღავნა.
დედოფალმა ელისაბედმა ბრიტანელებს შობა მიულოცა
დედოფალმა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს და სამხედრო მოხალისეებს მადლობა გადაუხადა