ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, ჰომოსექსუალ წყვილებს ხელისმოწერის და სამოქალაქო ცერემონიალის ჩატარების უფლება მისცეს. თუმცა ინგლისის და უელისი ეკლესიები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
სამშაბათს ბრიტანეთის პარლამენტში კულტურის მდივანმა მარია მილერმა განაცხადა, რომ ინგლისის და უელსის ეკლესიებში ჰომოსექსუალური ქორწინება კვლავ იკრძალება. ერთსქესიანი ქორწინების ცერემონიალის ჩატარების უფლება რელიგიურ ინსიტიტუტს იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ამის უფლებას დართავს.
ამჟამად ბრიტანეთში ერსთსქესიან წყვილებს "სამოქალაქო პარტნიორობა" არ ეკრძალებათ და ჰომოსექსუალთა ქორწინების მსგავსი უფლებები აქვთ. თუმცა ადამიანის უფლებადამცველების განცხადებით, ქორწინებასა და პარტნიორობას შორის განსხვავება ძალზე დიდია.