ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იზოლაციაში მყოფი პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება 


იზოლაციაში მყოფი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება. ლევადა ცენტრის კვლევის მიხედვით პუტინის მხარდაჭერა 63 პროცენტიდან 59%-მდე დაეცა.

პუტინი თვეზე მეტია იზოლაციაში იმყოფება და დისტანციურად იღებს მონაწილეობას მთავრობის სხდომებში. იზოლაციამდე კი საზოგადოებამ ის ყვითელ კომბინიზონში ნახა. სწორედ ამ ერთთვიან პერიოდს ემთხვევა მისი რეიტინგების სწრაფი ვარდნა.

თუ რუსეთის პრეზიდენტს, მარტში საზოგადოებით 63% უჭერდა მხარს აპრილში ეს მონაცემი 59%-ს უტოლდება. ლევადა ცენტრის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება, რომელიც 1999 წელს დაფიქსირდა, პუტინს პრემიერ-მინისტრობის დროს. მაშინ პუტინის რეიტინგი 53% შეადგენდა.

საარჩევნო წელს პუტინის რეიტინგის ცვლილება შესაძლოა ოპოზიციისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პუტინსა და ოპოზიციურ კანდიდატებს შორის სხვაობა რამდენიმე ათეულია.

ლევადას კვლევით ირკვევა, ისიც რომ რუსებს პუტინისადმი ნდობა წლებია უმცირდებათ. 2017 წელს მის მიმართ ნდობის მაჩვენებელი თუ 59 პროცენტი იყო 2020 წელს 35 პროცენტია. თუმცა, პირადი მხარდაჭერის შემცირების მიუხედავად, გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს, რომელიც პუტინს საშუალებას აძლევს ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს მარტში მოსახლეობის 40% უჭერდა მხარს, აპრილში მხარდამჭერთა რაოდენობამ 47% შეადგინა.

საერთაშორისო მედიაში წერენ, რომ პუტინის რეიტინგის ცვლილება კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. მიუხედავად, პუტინის არაერთი განცხადებისა, რომ რუსეთი მზად შეხვდებოდა პანდემიას, ქვეყანა მაინც მოუმზადებელი აღმოჩდა. ყოველდღიურად, ოფიციალური მონაცემებით, 10 000 იზრდება კოვიდ19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები.

სტალინი და პუტინი რუსული ტაძრის კედლებზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:42 0:00

რუსეთში ამ დროისთვის, სულ 165 929 ადამიანია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1 537-ია. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კრემლი სტატისტიკას აყალბებს და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას მალავს.

კრიტიკოსები, პანდემიის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ რუსეთში კოვიდ19-ით ინფიცირებულ ადამიანებს რეგისტრაციაში სხვა დიაგნოზით ატარებდნენ. ამასთან არ იძებნება ზუსტი მონაცემები გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობის შესახებ.

რუსეთში, ოფიციალური პირები, ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას ის განაპირობებს, რომ კორონავირუსმა ქვეყანაში გვიან შეაღწია.

თუმცა ბრალდების უარყოფის მიუხედავად, ეჭვები იმაზე, რომ კრემლი მონაცემებს აყალბებს და რეალურ ვითარებას მავალს, რჩება, ისევე როგორც ჩინეთთან მიმართებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG