ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი: „საერთაშორისო მოგზაურობა შეზღუდული იქნება“


“ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, შევძლებთ თუ არა გვქონდეს ზაფხულის არდადეგები“, - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პრეზიდენტი მაკრონი აცხადებს, რომ პანდემიის გამო ზაფხულში ფრანგებს საერთაშორისო მოგზაურობა შეზღუდული ექნებათ. ლიმიტირებული იქნება მოგზაურობა ევროპის ქვეყნებშიც.

პრეზიდენტის განცხადებით, მოგზაურობის შეზღუდვა, ვირუსის გავრცელების შეკავებას ისახავს მიზნად და მისი შემსუბუქების შესახებ ფიქრი შესაძლოა მხოლოდ ივნისში დაიწყოს.

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა, ამ დროის მონაცემებით, 11 მაისამდე გაგრძელდება. ამ თარიღის შემდეგ, საფრანგეთის მოსახლეობას შინიდან გასვლა მხოლოდ 100 კილომეტრის რადიუსში შეეძლება.

ამ დროის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 133 000 და გარდაცვალების 25 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG