ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის საგარეო პოლიტიკა არჩევნების შემდეგ: რას უნდა მოელოდეს თბილისი?


ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის მეოთხე ვადა დიპლომატიური კრიზისით დაიწყო. ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთმა მოსკოვს ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის ნერვული აგენტით მოწამვლაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც ლონდონთან სოლიდარობის ნიშნად დასავლეთის ქვეყნებმა, ჯამში, 140 რუსი დიპლომატი გააძევეს.

პასუხად მოსკოვმა ამერიკის საელჩოს 60 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა და სანქტ-პეტერბურგში შეერთებული შტატების საკონსულო დახურა.

ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. დასავლეთის ერთიანმა პასუხმა მოსკოვი იზოლაციაში მოაქცია.

ვაშინგტონში გერმანიის მარშალის ფონდში ისაუბრეს იმაზე, თუ რა იქნება მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი დასავლეთის უპრეცედენტო ერთიან ქმედებაზე და გააგრძელებს თუ არა პუტინი აგრესიულ პოლიტიკას რუსეთის სამეზობლოსა და მის მიღმა მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში.

სტივენ კაილი, გერმანიის მარშალის ფონდიდან ფიქრობს, რომ მომავალი ექვი წლის მანძილზე ჩვენ ვიხილავთ რუსეთს, რომელიც არსებული საერთაშრისო წყობის წესების წინააღმდეგ წასვლით, გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლას ეცდება.

მე ვფიქრობ მომავალი ექვი წლის მანძილზე ჩვენ „სტატუს კვო“ რუსეთს ვიხილავთ, რომელიც სისტემის წინააღმდეგ მიდის, და ცდილობს გეოპოლიტიკურ რეალობაში ღრიჭოები გააჩინოს.
სტივენ კაილი

იმაზე თუ რა გავლენა ექნება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ამერიკის პოლიტიკაზე საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით, კაილი ამბობს, რომ ვაშინგტონის მხრიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები იმედისმომცემია.

"გასულ წელს, ჩვენ ამ მხრივ გადადგუმული ნაბიჯები ვიხილეთ. უკრაინამ და საქართველომ ჯაველინების მიღებაზე თანხმობა მიიღეს. თანამშრომლობა გაღრმავდა. სად მივალთ, საბოლოო ჯამში, ღია კითხვაა. თუმცა ამერიკა ამ ქვეყნებს ხედავს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორებს" - ამბობს​ კაილი.

​მიმომხილველები ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის მოცემულობა არ შეიცვლება. თუმცა, ასევე მიაჩნიათ, რომ თბილისმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დასავლეთთან, რათა მოსკოვმა არ ჩათვალოს, რომ მას შეუძლია დასავლეთის მოდუნებული ყურადღებით ისარგებლოს.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარმა ანა ბორჩევსკაიამ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოზე ნაკლებს საუბრობენ ვიდრე უკრაინაზე. თუ დასავლეთი ყურადღებას მოადუნებს, შესაძლოა პუტინმა საქართველოში პროვოკაციული ნაბიჯები გადადგას „მშვიდობისმყოფელის“ ნიღბით.

და თუ დასავლეთი ყურადღებას მოადუნებს, შესაძლოა პუტინმა [საქართველოში] რაიმის გაკეთება სცადოს, „მშვიდობისმყოფელის“ ნიღბით
ანა ბორჩევსკაია

„საინტეროსოა, რომ საქართველოზე იმდენს არ ვსაუბრობთ, რამდენსაც უკრაინაზე. უკრაინისთვის ლეთალური იარაღის მიცემა იყო დებატების საგანი, თუმცა ამის პარალელურად საქართველოს განხილვა არ ხდება. თუ დასავლეთი ყურადღებას მოადუნებს, შესაძლოა პუტინმა [საქართველოში] რაიმეს გაკეთება სცადოს, „მშვიდობისმყოფელის“ ნიღბით… პუტინი თავის მხრივ ეცდება, სადაც შეუძლია, ზეწოლა განახორციელოს და მოახდინოს სიტუაციის ეკალაცია. თუმცა, ეს არაა მთავარი. მთავარია როგორ უპასუხებს მას დასავლეთი, გაუწევს თუ არა დასავლეთი მეტ წინააღმდეგობას პუტინს“ - თქვა ბორჩევსკაიამ.

ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორ კრის მილერს კი მიაჩნია, რომ რუსეთის გავლენა რეგიონში უკანასკნელი 25 წლის მანძილზე რეალურად შემცირდა და დღეს მოსკოვი საკუთარი მიზნების მოღწევის გზაზე დაბრკოლებებს აწყდება.

„რუსეთისთვის ხელსაყრელია ისეთი სიტუაცია საქართველოში და მის მიღმა, როცა მას აქვს სრული გავლენა და შეუძლია საკუთარი ინტერესების გატარება. დღეს, ვფიქრობ, ამისგან შორს ვართ და პირიქით, რუსეთის გავლენის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება. საქართველოს ბევრი საერთაშორისო პარტნიორი ყავს, არამხოლოდ ევროკავშირი და ამერიკა, არამედ ჩინეთიც. ამიტომ რუსეთს საქართველოში გავლენის მოპოვებისთვის უფრო მეტი წინაღობასთან და შეჯიბრთან უწევს გამკლავება, ვიდრე ეს ტრადიციულად იყო... პუტინი შეეცდება გაზარდოს გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის, კავკასიის რეგიონში, თუმცა მისი რესურსები მცირდება. რუსეთს დიდი ხანია ეკონომიკური პრობლემები აქვს. დასავლეთი კი გასაკვირად ერთიანია მიუხედავად რუსეთის ქმედებებისას" - თქვა მან.

რუსეთისთვის ხელსაყრელია ისეთი სიტუაცია საქართველოში და მის მიღმა, როცა მას აქვს სრული გავლენა და შეუძლია საკუთარი ინტერესების გატარება. დღეს ვფიქრობ ამისგან შორს ვართ და პირიქით, რუსეთის გავლენას შემცირების ტენდენცია აქვს.
კრის მილერი

თუმცა მილერს მიაჩნია, რომ რუსეთი არ დათმობს საკუთარი ინტერესებს. მისი თქმით, მომავალი ექვსი წელი „პუტინი შეეცდება გაზარდოს საკუთარი გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის, კავკასიის რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ მისი რესურსები მცირდება".

მოსკოვმა დასავლეთის დიპლომატიურ შეტევას საპასუხო და იდენტური ნაბიჯით უპასუხა. ამ ფონზე, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დასავლეთის ერთიანობა და მტკიცე პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში და საერთაშორისო არენაზე მოსკოვის ამბიციების შეკავებისვის საუკეთესო ფორმულაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG