ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი კანონის დახვეწას არ გამორიცხავს


კანონის მიხედვთ, უცხოეთის მიერ დაფინანსებული რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური აგენტების სახელით უნდა დარეგისტრირდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ უნდა გადახედოს წინააღმდეგობრივ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.

პუტინმა ეს განცხადება პარასკევს მსოფლიოს სამოქალაქო ლიდერთა წინაშე გააკეთა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა შესახებ კანონს ვლადიმირ პუტინმა ხელი გასული წლის ივლისში მოაწერა. კანონის მიხედვთ, უცხოეთის მიერ დაფინანსებული რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური აგენტების სახელით უნდა დარეგისტრირდნენ. კანონი ასევე მოითხოვს, ამ ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ბროშურები და ლიტერატურა უცხოეთის აგენტების სახელით გამოიცეს.

XS
SM
MD
LG