რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, პუტინს რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრა, 2024 წელს მისი საპრეზიდენტო ვადის დამთავრების შემდეგ კიდევ ორჯერ შეეძლება.
კანონი კრემლის ვებგვერდზე დღეს გამოაქვეყნეს.
აღნიშნული კანონი პუტინის საპრეზიდენტო ვადებთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა ბევრ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მოიცავს. თუმცა, ყველაზე თვალსაჩინო მისი ის ნაწილია, რომელზე დაყრდნობითაც, პუტინს რუსეთის მმართველად დარჩენა 2036 წლამდე შეეძლება.
Facebook Forum