ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაყალბების ბრალდებების ფონზე პუტინმა რეკორდული გამარჯვება მოიპოვა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხმების დიდი უმრავლესობით რიგით მეოთხე არჩევნებში იმარჯვებს, რომელიც მისმა ერთ-ერთმა მეტოქემ „ბინძურ არჩევნებად“ მოიხსენია.

პუტინმა აუდიტორიას სცენიდან მიმართა და თქვა, რომ მისი გამარჯვება, ბოლო წლების მიღწევების აღიარება იყო. მან თქვა, რომ ამაში ნდობას და იმედს ხედავს. მიმართვა შეძახილებით „რუსეთი, რუსეთი“ დაასრულა, რომელიც ბრბომ აიტაცა.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ პუტინი ხმების 76.6 პროცენტით ლიდერობს. შედეგის მიხედვით მის უახლოეს მეტოქეს, კომუნისტ პაველ გრუდინინს 11.9 პროცენტი აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG