ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა“ - პუტინი


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ერთკვირიანი დუმილის შემდეგ გააკეთა და პირობა დადო, რომ რუსული ჯარი წარმატებით დაასრულებს „სპეცოპერაციას“, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას დღემდე "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.

ეს პუტინის პირველი მიმართვა იყო მას შემდეგ რაც რუსულმა ჯარმა უკრაინის დასავლეთიდან უკან დაიხია და მთელი აქცენტი უკრაინის აღმოსავლეთით გადაიტანა. პუტინმა აქვე თქვა, რომ რუსეთს „კეთილშობილური“ მიზნები ამოძრავებს.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რუსეთის პრეზიდენტს ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი კიევმა ჩაშალა „ყალბი“ განცხადებებით და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნით.

რუსეთის პრეზიდენტი კვლავ არ ამბობს, რომ უკრაინაში ომს აწარმოებს და იმეორებს, რომ ეს სპეცოპერაციაა ნაციზმის წინააღმდეგ. დასმულ კითხვაზე, მიაღწევს თუ არა რუსეთი დასახულ მიზანს, პუტინმა თქვა: „აბსოლუტურად, ეჭვი არ მეპარება“.

პარალელურად, რუსული ჯარი აღმოსავლეთ უკრაინაზე შეტევისთვის ემზადება. კიევი ამბობს, რომ ჯარის მობილიზება განახლებული იერიშისთვის უკვე დასრულებულია. უკრაინის ხელისუფლების თქმით, ისინი მზად არიან იერიში მოიგერიონ.

აღმოსავლეთ უკრაინული ქალაქებიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG