შაბათს, პეტრო პოროშენკოს საპრეზიდენტო ინაუგურაცია გაიმართა.
იარაღის დაყრის შემთხვევაში, პოროშენკომ მეამბოხეებს ამნისტიის პირობა, რუსეთიდან შემოსულ მებრძოლებს კი რუსეთისკენ უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა შესთავაზა.
უკრაინის ხელისუფლებას და დასავლეთს მიაჩნია, რომ ამბოხებულებს იარაღით და ცოცხალი ძალით რუსეთი ეხმარება.
ოთხშაბათს, მოკავშირეების ევროპაში გადასხდომის 70-ე იუბილის ცერემონიაზე დასასწრებად გაფრენის წინ, საფრანგეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა პუტინმა ეს ბრალდებები სრულად უარჰყო.
უკრაინის მიმართ მისი ქმედებების წინააღმდეგ, მთელი კვირის განმავლობაში აგორებული პროტესტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთში გაემგზავრა.
ოთხშაბათს, ვარშავაში, აღმოსავლეთ ევროპისთვის 1 მილიარდიანი სამხედრო დახმარების გამოცხადებამდე, პრეზიდენტმა ობამამ თქვა:
„როგორც უკრაინაში რუსეთის აგრესიამ შეგვახსენა, ჩვენი თავისუფალი ქვეყნები, საკუთარი საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელიცაა: ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა, თვითკმაყოფილებას ვერ მიეცემიან. ჩვენ ამისთვის მუშაობა გვმართებს. ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ, ვინც თავისუფლებისკენ მიილტვის.“
ეს, ნატოს თავდაცვის ხელმძღვანელების ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ მოხდა, სადაც ალიანსის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი, ტანკები და ჯავშანმანქანები, პუტინის დაპირების მიუხედავად, უკრაინის საზღვრიდან არ გასულა.
გასულ კვირაში დიდი შვიდიანის შეხვედრა, ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის გარეშე ჩატარდა. დიდი შვიდიანის ლიდერები, თვის ბოლოსთვის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით იმუქრებიან, თუ კრემლი პოროშენკოს უკრაინის პრეზიდენტად არ სცნობს და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოქმედი პრო-რუსული სეპარატისტებისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას არ შეწყვეტს.
ეს ფიოდორ ლიუკანოვია, გლობალური საკითხების ჟურნალის რუსული განყოფილების რედაქტორი, რომელიც რუსეთი 24 -ზე, ახალი ამბების ტელეარხზე გამოდის.
მან თქვა, რომ 90-იანი წლების ცივი ომი არ დამთავრებულა, ის ცოცხალია.
რუსული ტელევიზიები და დიპლომატები უკრაინის კრიზისის ჰუმანიტარულ ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას და აქცენტს აკეთებენ იმ ასობით ოჯახზე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინიდან მეზობელ რუსეთში გაიქცა, რათა ბრძოლებისთვის თავი აერიდებინა.
მაგრამ, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ რუსეთის ის რეგიონი, სადაც ამ ოჯახებმა თავი შეაფარეს, ითვლება როგორც აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტი მებრძოლების საწვრთნელი ბანაკების ტერიტორია, ჰუმანიტარულმა ასპექტმა, რუსეთის გარეთ, დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვა.
პარასკევს, ინტერფაქსისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა სიტყვიერი თავდასხმა განახორციელა, და მოითხოვა: „ჩვენ გვსურს, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ეფექტური ზომები გაატაროს და პროტესტის მონაწილეების მიმართ კიევის სადამსჯელო ოპერაციებში, უცხოელი დაქირავებულების მონაწილეობა არ დაუშვას.
მაგრამ ახლა, იმ სანქციების პირისპირ, რომლებსაც რუსეთის ბანკების და ნავთობის და გაზის გაყიდვების გათიშვა შეუძლია, როგორც ჩანს, კრემლი შერიგების გზებს ეძებს.
პარასკევს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გამორჩეულად გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც პუტინი საფრანგეთში პირისპირ ხვდება ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს. ნორმანდიაში მას ობამასთან ხანმოკლე, შემთხვევითი შეხვედრა ჰქონდა.
სამი თვის წინ, მის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, ეს დასავლეთის ლიდერებთან რუსეთის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა იყო.