ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავზე, ნატომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის აფხაზეთში სტუმრობა მკაცრად გააკრიტიკა. პრეს სპიკერმა დილან უაიტმა პუტინის ვიზიტს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო ძალისხმევისთვის "საზიანო" უწოდა. პუტინი სოხუმში სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერ რაულ ხაჯიმბას შეხვდა და დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პუტინის ქმედებას "ცინიკური" და საქართველოს მიმართ "აგრესიისა და პროვოკაციის გამოხატულება" უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG