ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის ინფორმაციით, პუტინი და სი ერთმანეთს ოქტომბერში შეხვდებიან


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინს ოქტომბერში, პეკინში შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა, ის ქვეყნის გარეთ ძალიან იშვიათად მოგზაურობს.

ნიკოლაი პატრუშევმა, პუტინის ახლო მოკავშირემ და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, თქვა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა დასავლეთის მცდელობის ფონზე, შეაკავოს ისინი.

რუსული სააგენტო "ინტერფაქსი" პატრუშევზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოლაპარაკებები პეკინში იქნება „საფუძვლიანი“.

პუტინი დაესწრება "მესამე სარტყელისა" და "გზის ფორუმს". მოწვევა ამ ღონისძიებებზე დასაწრებად, მან მარტში, სი ძინ პინის მოსკოვში გახმაურებული ვიზიტის დროს მიიღო.

სის მარტში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გასცა ორდერი პუტინის დაკავების თაობაზე, ასობით, ან მეტი ბავშვის უკრაინიდან უკანონო დეპორტაციის ბრალდებით. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს. კრემლმა განაცხადა, რომ ორდერი არის დასავლეთის რუსეთისადმი მტრული დამოკიდებულების მტკიცებულება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთ-რუსეთს შორის ვაჭრობა გაიზარდა. რუსეთი აზიის ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს, ნავთობის უფრო დიდ მოცულობას აწვდის, ვიდრე აქამდე. სანქციების გამო, რუსეთი თავისი შემოსავლის მთავარ წყაროს, ნავთობს, ვეღარ ყიდის დასავლეთში.

პუტინი ბოლოს პეკინს 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია. მაშინ პრეზიდენტებმა "ულიმიტო" პარნტიორობის შესახებ გააკეთეს განცხადება. თუმცა, მოსკოვი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს სამხედრო ალიანსს რუსეთსა და ჩინეთს შორის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG