ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ავღანურმა განშტოებამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო


ავღანეთის აღმოსავლეთ ნანგარარის პროვინციაში, იმ დროს, როდესაც პოლიციის გავლენიანი მეთაურის დაკრძალვაზე მგლოვიარეები შეიკრიბნენ, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავისი ასაფეთქებელი ქამრის დეტონაცია მოახდინა და სულ მცირე 20 ადამიანი მოკლა.

რამდენიმე საათის შემდეგ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ავღანურმა განშტოებამ“ ის-ხორასანმა” ინტერნეტზე კომუნიკე გამოაქვეყნა და სამშაბათს მომხდარ თვდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

ერთი დღით ადრე, ამავე ჯგუფმა იკისრა პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიყოლებით მომხდარ აფეთქებებზე, რომლის სამიზნეც ქაბულში უსაფრთხოების კორტეჟი იყო. ჯგუფმა განაცხადა, რომ მათი სამიზნე ავღანეთის უსაფრთხოების მაღალი რანგის ოფიციალური პირი იყო.

ოფიციალურ პირებს ამ თავდასხმებთან “ის-ხორასანის” კავშირი ჯერ არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ზოგიერთი ამბობს, რომ ასეთი განცხადებები გაფრთხილებაა იმის თობაზე, რომ მტრულ ვითარებაში ჯგუფის თვითგადარჩენის უნარი, შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.

“ის-ხორასანისთვის” ბოლო ხანს მიყენებული დარტყმა, კვირის დასაწყისში მოხდა, როდესაც ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველომ, სამი მაღალი რანგის მეთაურის, მათ შორის ჯგუფის ლიდერის, ზია-ულ-ჰაქის შეპყრობის შესახებ გამოაცხადა. ის, აბუ ომარ ხორასანის სახელითაც არის ცნობილი.

გასულ თვეში, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში რეიდების სერიის შედეგად, “ის-ხორასანის” საკვანძო ლიდერი აბდულა ორაკზაი და მისი 19 თანაშემწე დააკავეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG