ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმპიჩმენტო გამოძიება ახალ ეტაპზე გადავიდა


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული საიმპიჩმენტო გამოძიება ახალ ფაზაში გადავიდა. ამ კვირაში, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე დაკითხვების ნაწილი, ფართო საზოგადოებისთვის საჯარო ხდება.

პირველი ღია სესია ოთხშაბათისთვის იგეგმება. კანონმდებლები ორ დიპლომატს მოუსმენენ. ესენი არიან: უილიამ ტეილორი, უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ჯორჯ კენტი, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში.

განსაკუთრებული ინტერესია პარასკევს დაგეგმილი სესიის მიმართ. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში მოუსმენენ ამერიკის ყოფილ ელჩს უკრაინაში მარი იოვანოვიჩს. ის კიევიდან გაზაფხულზე გამოიძახეს და ელჩის პოსტიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის გამოძიებას კვლავ "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს. ის აცხადებს, რომ პროცესის საჯაროობას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

"არ მენაღვლება, საჯარო იქნება, თუ არა... არასოდეს ყოფილა პრეზიდენტი, რომელიც ასეთი გამჭვირვალეა. ეს არის კუდიანებზე ნადირობა, უმაღლეს დონეზე და ეს ქვეყნისთვის ცუდია. ასეთი რამ ისტორიაში არავის გამოუვლია" - განაცხადა ტრამპმა ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG