ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის გარემოს დაცვის მდივანი გადადგა


სკოტ პრუტი, შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მოულოდნელად გადადგა. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მდივნის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე, ენდრიუ უილერი შეასრულებს.

პრუტმა გადადგომის შესახებ ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა. სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის სახელს არაერთი სკანდალი და ეთიკური დარღვევების ბრალდებები უკავშირდება.

მის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის გადასახადების გადამხდელთა ფულით ნაყიდი პირველი კლასის საჰაერო მგზავრობა და 43 000 $-ის ღირებულების ხმაგაუმტარი მოწყობილობების შეძენა საკუთარი ოფისისთვის. თუმცა, გარემოს დამცველებს მასთან სხვა პრეტენზიები ჰქონდათ და ამბობენ, რომ სააგენტოს მისიასთან შეუსაბამო ქმედებები გაცილებით უფრო სერიოზული იყო, ვიდრე ეს დარღვევები.

XS
SM
MD
LG