ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები ერთმანერთს მხარს აღარ დაუჭერენ


დარჩენილი სამი რესპუბლიკელი საკრეზიდენტო კანდიდატი შეთანხმდა, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” უნდა დამარცხდეს. თუმცა, მათ განაცხადეს, რომ წარსულში დადებულ პირობას, რომ ერთმანეთს მხარს დაუჭერდნენ, აღარ დაიცავენ.

რესპუბლიკელმა ფავორიტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია “სი-ენ-ენ”-ის მიერ ორგანიზებულ დებატებში განაცხადა, რომ ამერიკას სხვა არჩევანი არ აქვს, თუ არა ისლამისტების სწრაფად და ძალადობრივად განადგურება. დელეგატების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფმა ტედ კრუზმა კი თქვა, რომ ამერიკამ საჰაერო იერიშები უნდა გაააქტიუროს და ქურთ მებრძოლებს შეიარაღებით დაეხმაროს.

ოჰაიოს გუბერნატორმა ჯონ კეისიქმა დაჯგუფების დასამარცხებლად კოალიციის შექმნის იდეა გააჟღერა, რომელშიც სპარსეთის ყურის ქვეყნები უფრო დიდ როლს შეასრულებენ. ის როგორც საჰაერო, ასევე სახელეთო ოპერაციის მომხრეა.

XS
SM
MD
LG