ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის საწინააღმდეგო მიტინგები უკვე დაიწყო


ტრამპის ინაუგურაცია
ტრამპის ინაუგურაცია

ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მიტინგები ხუთშაბათს საღამოდან დაიწყო. ვაშინგტონში ტრამპის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. „არა ტრამპს! არა ფაშიზმს ამერიკაში!“ - სკანდირებდნენ ეროვნული პრეს-კლუბის წინ შეკრებილი დემონსტრანტები. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციას სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, რის გამოც, პოლიცია იძულებული გახდა ჯგუფის მიმართულებით ქიმიკატები გაესხურა.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ნიუ-იორკში, ცენტრალურ პარკთან მდებარე „ტრამპ-თაუერთან“. საპროტესტო აქცია, რომელშიც ბევრი ცნობილი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. გამომსვლელებს შორის იყვნენ: ქალაქის მერი ბილ დე-ბლასიო, კინორეჟსორი მაიკლ მური, კინოვარსკვლავი რობერტ დე-ნირო, ალეკ ბოლდუინი, შერი და მრავალი სხვა.

XS
SM
MD
LG