ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი - ავღანეთში დაპირსპირების ადრეული ნიშნები იკვეთება


ავღანეთში, აშადაბადადში, თალიბების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, აქციის დროს რამდენიმე ადამიანი მოკლეს.

"ჩვენი დროშა, ჩვენი იდენტობა",- სკანდირებდნენ ადამიანები, რომლებიც ქაბულში, ქვეყნის დედაქალქში ავღანეთის დროშებით ხელში გამოვიდნენ. ვიდეოში, რომელიც მალევე გავცრელდა, ავღანელები, 1919 წელს ბრიტანეთისგან გათავისუფლებას და ავღანეთის დამოუკიდებლობას ზეიმობენ.

მოწმეების თქმით, ამ დემონსტრაციაზე ისმოდა სროლაც. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ თალიბანის მებრძოლები ჰაერში ისროდნენ.

თალიბანის საწინააღმდეგო კიდევ ერთ აქციაზე, სადაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ "ღმერთი უზენაესია", ქალი მოკლეს. ქალს მხრებზე ავღანეთის დროშა ჰქონდა შემოხვეული. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დემონსტრაციებზე, ავღანელები თალიბანის თეთრ დროშებს ანადგურებენ. თალიბანის პრესსპიკერს, ამ შემთხვევებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები მრავალრიცხოვანი არ არის, მათი სიხშირე ქვეყნის მასშტაბით და იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, ერთდოულად ქმნის ახალ რეალობას: ნათელი ხდება, რომ ქვეყანაში კონფრონტაცია დაიწყება და თალიბებს ქვეყნის მართვა გაუჭირდებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG