ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოქალაქეები მაკედონიის პარლამენტში შეიჭრნენ


მაკედონიის პარლამენტმა გუშინ ეთნიკურად ალბანელი სპიკერი აირჩია, უკმაყოფილო მოქალაქეები, რომლებიც მანამდე საპროტესტო აქციებს მართავდნენ, პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია არაერთი კანონმდებელი.

დემონსტრანტებმა დარბაზის კარი ჩაკეტეს, პარლამენტის წევრებს მისი დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ და „მოღალატეებს“ უწოდებდნენ.

შენობის გარეთ შეკრებილი დემონსტარნტების დასაშლელად პოლიციამ შოკური მოქმედების ყუმბარები გამოიყენა.

ქვეყანაში ამჟამად მთავრობა არ ფუნქციონირებს, რადგან დეკემბერში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კონსერვატორებმა მისი ჩამოყალიბებისთვის საკმარისი ხმები ვერ მიიღეს. კოალიციური მთავრობის შექმნა კი ვერ მოხერხდა. ეთნიკური ალბანელები მაკედონიის სახელმწიფო ენად ალბანური ენის გამოცხადებას ითხოვდნენ.

პარლამენტში ძალადობრივი ქმედებები დაგმო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ამერიკის საელჩომ მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ვითარების ესკალაციას გამოიწვევს. მომხდარი დაგმეს ევროკავშირის წარმომადგენლებმაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG