ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასამთავრობოები: მოსამართლე ფილიშვილი კანონს ცალსახად არღვევდა


სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს მოსამართლემ 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს მოსამართლემ 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

18 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თბილისში, 18 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი კანონით დადგენილ მოთხოვნებს ცალსახად უგულვებელყოფდა, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს.

მესამე სექტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ პრაქტიკულად ვერცერთ შემთხვევაში, ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, სამხრე კამერების ჩანაწერები, ვერ შეძლო დაკავების მომენტის აღწერა; ერთ საქმეში კი პოლიციელმა პირდაპირ თქვა, რომ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულება ნანახიც არ ჰქონდა; მოსამართლემ დაკავებულების უმრავლესობას ადმინისტრაციული პატიმრობა მაინც მიუსაჯა.

ბერძენიშვილი (მარჯვნივ) განაჩენის მოლოდინში
ბერძენიშვილი (მარჯვნივ) განაჩენის მოლოდინში

მოსამართლე ფილიშვილმა ჯერჯერობით მხოლოდ 12 საქმის განხილვა მოასწრო და ათ ახალგაზრდას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის, რესპულიკელთა ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის ვაჟს, ზუკა ბერძენიშვილის - ერთკვირიანი პატიმრობა. ზუკა ბერძენიშვილის ინტერესებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე იცავდა, რომელიც ამბობს:

სასამართლო კლანი რომელიც ფესვგადმულია სასამართლო სისტემაში ნებისმიერ დროს მზად არის შეასრულოს ხელისუფლების ყველაზე მძიმე დავალებები და გუშინდელი პროცესი ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო“
გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"


„ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ სასამართლო სისტემა არის იარაღი ხელისუფლების ხელში და ის მას ნებისმიერ დროს გამოიყენებს. სასამართლო კლანი, რომელიც ფესვგადმულია სასამართლო სისტემაში, ნებისმიერ დროს მზად არის შეასრულოს ხელისუფლების ყველაზე მძიმე დავალებები და გუშინდელი პროცესი ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო“ - მიაჩნია გიორგი მშვენიერაძეს.

„მოსამართლე წყვეტდა საქმეს და გაურკვეველი მიზეზის გამო გადიოდა ოთახიდან, როგორც ჩანს ინსტრუქციის მისაღებად“ - ვკითხულობთ არასამთავრობოების საგანგებო განცხადებაში, სადაც მმართველ პარტიას და ივანიშვილს მოუწოდებენ, „შეწყვიტოს აქტივისტების და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე“.

სასამართლო პროცესი
სასამართლო პროცესი

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს:

ისინი მიზანმიმართულად აკავებენ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მშვიდობიანი პროტესტისთვის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისთვის და იმისთვის, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ"
მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნები"


„ისინი მიზანმიმართულად აკავებენ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მშვიდობიანი პროტესტისთვის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისთვის და იმისთვის, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მაჩვენებელი. ძალიან ნეგატიური სურათია, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების წინასაარჩევნო გარემოსთვის“ - აცხადებს ბენიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლო მესამე სექტორისა და საზოგადოების კრიტიკას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და საპასუხოდ, საქართველოს კოსტიტუციის 84-ე მუხლი მოიშველია. მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიუთითეს, რომ 84-ე მუხლი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში უკვე 11 თვეა ამოღებულია, საქალაქო სასამართლომ განცხადებიდან მხოლოდ "84-ე მუხლი" წაშალა, ტექსტი კი იგივე დატოვა.

დღეს, მოსამართლე ფილიშვილმა დანარჩენი დაკავებულების საქმეები უნდა განიხილოს, ოპოზიციონერი და სამოქალაქო აქტივისტების რაოდენობა, რომლებიც 18 ნოემბრის შემდეგ დააპატიმრეს, უკვე 40-ს აღემატება.

ზუკა ბერძენიშვილის დაკავება
ზუკა ბერძენიშვილის დაკავება

Facebook Forum

XS
SM
MD
LG