ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში კვლავ პარალელური მიტინგებია


ეგვიპტის არმია აცხადებს, რომ ის ქვეყანაში დაპირისპირების ესკალაციას არ დაუშვებს და ძალადობას აღკვეთს

ათასობით ეგვიპტელი გამოეხმაურა მუსლიმთა საძმოს მოწოდებას ექსპრეზიდენტ მოჰამედ მორსის ძალაუფლებაში დაბრუნების შესახებ. მეორე ნაწილი კი ძველი ხელისუფლების აღდგენის წინააღმდეგია და თაჰრირის მოედანზე პარალელურ აქციას მართავს. ქაიროს ქუჩები და მოედნები კვლავ მომიტინგეებით აივსო.

დროებითმა პრეზიდენტმა, ადლი მანსურმა, ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არ დაუშვებს ქვეყნის ქაოსში დაბრუნებას. მან ეგვიპტელებს აღუთქვა, რომ სტაბილურობისთვის და მოქალაქეთა „უსაფრთხოებისთვის ბოლომდე იბრძოლებს“.

ეგვიპტის არმია აცხადებს, რომ ის ქვეყანაში დაპირისპირების შემდგომ ესკალაციას არ დაუშვებს და ძალადობის მიმართ ტოლერანტობას სრულებით გამორიცხავს. დღეს ქაიროს ბევრ ნაწილში ტანკები და საბრძოლო შენაერთები გაიგზავნა. ზოგიერთ უბანში ჯარისკაცებმა მავთულხლართებით ბარიკადები აღმართეს.
XS
SM
MD
LG