ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო


საქართველოს გენერალურმა პროკურტურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, მსჯავრდებულების შეწყალების ბოლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაწყებული.

საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების თხოვნით, პარტია "ევროპული საქართველოს" წევრებმა მიმართეს. მათი ინფორმაციით, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან აგვარებდნენ კონკრეტული პირის შეწყალების სანაცვლოდ, რა თანხა უნდა გადაეხადათ.

გამოძიებასთან დაკავშირებით, განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გააკეთა. ისინი მიესალმებიან პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას:

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა“, - ვკითხულობთ ადმინისტრაციის წერილში.

ჯერ უცნობია დაკითხავს თუ არა პროკურატურა პრეზიდენტსა და მის საპარლამენტო მდივანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG