ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადიროვის კრიტიკოსი ბლოგერი შვედეთში მოკლეს


ტუმსო აბდურახმანოვი

შვედეთში ჩეჩნეთს ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი მოკლეს.

აბდურახმანოვის კოლეგებმა "რადიო თავისუფლების" რუსულენოვან სამსახურს განუცხადეს, რომ ის 1-2 დეკემბრის ღამეს მოკლეს, რაც ადასტურებს ადრინდელ ინფორმაციას მისი მკვლელობის შესახებ.

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები, 2014-2022
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:03 0:00

გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ შვედ სამართალდამაცავებს.

5 დეკემბერს, ჩეჩნურმა ოპოზიციურმა "ტელეგრამ" არხმა 1ADAT-მა ასევე დაადასტურა აბდურახმანოვის მკვლელობის ფაქტი. ამავე არხზე დაყრდნობით, მისი ძმა, მუჰამედ აბდურახმანოვი, შვედეთის უსაფრთხოების ძალების მფარველობის ქვეშ იმყოფება.

36 წლის ბლოგერის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში 1 დეკემბერს გავრცელდა, მაგრამ რამდენიმე დღე მისი დადასტურება ვერ მოხერხდა.

შვედეთის ოფიციალურმა პირებმა, "რადიო თავისუფლების" რუსულ სამსახურს 2 დეკემბერს განუცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია აბდურახმანოვის ადგილსამყოფელის შესახებ.

2020 წლის თებერვალში თუმსო აბდურახმანოვს შვედეთში, საკუთარ ბინაში დაესხნენ თავს. ბლოგერმა თავდამსხმელის განიარაღება შეძლო და პოლიციას დაუკავშირდა. საქმეზე განაჩენი 2021 წლის იანვარში გამოიტანეს. თავდასხმაში დამნაშავედ ცნეს რუსეთის მოქალაქე. თავდასხმის შემკვეთები არ გამოვლენილან. თუმცა, სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ „კვალი გროზნოზე მიანიშნებდა“.

აბდურახმანოვის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოხერხდა მის ძმაზე მუჰამად აბდურახმანოვზე თავდასხმის აღკვეთა გერმანიაში. უფლებადამცველის სიტყვებით, მისი მკვლელობის ორგანიზება ფარუი ედელჰერიევს ჰქონდა ჩაბარებული, რომელსაც რამზან კადიროვის ბიძაშვილად მოიხსენიებენ.

2022 წლის მარტში, როგორც "რადიო თავისუფლების" პროგრამა "კავკაზ რეალიიც" იტყობინებოდა, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ჩეჩნეთის მკვიდრი ბადილ დ. დაადანაშაულა თანამემამულის მკვლელობის მომზადებაში, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის გარემოცვისგან იყო შეკვეთილი. ამის შესახებ გამოძიებაზე დაყრდნობით გერმანული "დოიჩე ველეც" წერდა.

XS
SM
MD
LG