ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში პრორუსული აქცია გაიმართა


პრორუსული აქცია თბილისში, 24 სექტემბერი, 2015

ერეკლე მეორის საზოგადოება ერთ-ერთია იმ ორგანიზაციათა შორის, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ქმედებებს და საქართველოში მათ პოპულარიზაციას ცდილობს. ორგანიზაციის წევრებმა დღეს პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გამართეს, სადაც გააჟღერეს მოთხოვნა სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ.

პრორუსული აქცია თბილისში, 24 სექტემბერი, 2015
პრორუსული აქცია თბილისში, 24 სექტემბერი, 2015

ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე ამბობს: „ნეიტრალიტეტში ვხედავთ იმ გამოსავალს, რომ როდესაც რუსეთს ექნება გარანტია, რომ არ არ იქნება რომელიმე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზა, საშუალება გვექნება დავიწყოთ მშვიდობიანი მოლაპარაკება სამაჩაბლოს და აფხაზეთის რეალურად დეოკუპაციისთვის.“

პრორუსული იდეოლიგიის გამზიარებელი ორგანიზაციები საქართველოში პოპულარულობით არ სარგებლობს. ამას ადასტურებს აქციის შესახებ გამოხმაურებები სოციალურ ქსელებში, სადაც რუსეთის მილიტარისტული მისწრაფებები ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. უარყოფით დამოკიდებულებებია ასევე მისი ძალისმიერი პოლიტიკის მიმართაც, რომლის შედეგია უკრაინაში მიმდინარე და საქართველოში შვიდი წლის წინანდელი ომი, რომელიც დღემდე გრძდება მცოცავი ანქესიის სახით.

პრორუსული აქცია თბილისში, 24 სექტემბერი, 2015
პრორუსული აქცია თბილისში, 24 სექტემბერი, 2015

გარდა ამისა, ერეკლე მეორის საზოგადოების აქტივობას კონტრაქციაც მოჰყვა. „თავისუფალი ზონის“ წევრმა ვანო მაღალაშვილმა აქცია თანამოაზრეებთან ერთად გააპროტესტა. პოლიციამ იგი დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.

აქციაზე კომუნისტური პარტიის წევრი ავთანდილ მარგიანიც იმყოფებოდა. მისი თქმით: „რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდება სამუდამო ხელშეკრულება ძმობის, მეგობრობის, კეთილმეზობლობის. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, რომელსაც სიმართლე ყოველთვის დაუცვია. განსაკუთრებით, ქართველი ერი ორჯერ აღორძინდა ჩრდილოეთიდან მზის ამოსვლით და მესამედაც აღორძინდება.“

პრორუსული აქცია თბილისში, 24 სექტემბერი, 2015
პრორუსული აქცია თბილისში, 24 სექტემბერი, 2015


საქართველოს კანონმდებლობაში „თავისუფლების ქარტიაში“ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებაა საუბარი. კანონის მიზანია: საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

ამერიკის ხმასთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა: „სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლი კრძალავს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წეს-წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან ძალადობით დამხობისკენ. აქციის მონაწილეების მხრიდან თუ საქართველოს ხელისუფლების ძალადობით დამობისკენ მოწოდებები გაჩნდება, ამ შემთხვევაში, ეს ადამიანები უნდა იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი. რაც შეეხება საბჭოთა სიმბოლიკის მატარებელი ატრიბუტიკის გამოყენებას, ზოგადად იკრძალება საბჭოთა, ტოტალიტარული და ფაშისტური ხასიათის სიმბოლიკის განთავსება. ესაა აკრძალული თავისუფლების ქარტიის შესახებ კანონით. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება, კერძოდ, ქარტიის საბჭომ უნდა უზრუნველყოს სიმბოლიკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილიდან გატანა.“

პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო მომავლის განსაზღვრას რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას უკავშირებს, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობაა.“ იგი ამჟამადაც პეტერბურგში იმყოფება, მისი პარტიის ვებგვერდზე კი ცნობაა, რომელიც იუწყება, რომ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, ბურჯანაძის ვიზიტები რუსეთის ფედერაციაში სულ უფრო და უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. პარტიის მთავარი დაპირება კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რომლიც ხორცშესხმასაც მისი იდეოლოგები რუსეთთან კავშირის გაღრმავების გზით მაინც აანონსებენ იმის მიუხედავად, რომ რუსეთი უკვე შვიდი წელია ოფიციალურად ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG