ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრინცმა ჰარიმ მეგან მერკლზე იქორწინა


19 მაისს ლონდონთან ახლოს ქალაქ უინძორში, ბრიტანელმა პრინცმა ჰარიმ ჯვარი დაიწერა ამერიკელ მსახიობ მეგან მერკლზე.

ჯვრისწერას ესწრებოდნენ დედოფალი ელისაბედი მეუღლესთან ერთად, ჰარის მამა პრინცი ჩარლზი, ძმა უილიამი, მეგანის დედა, ოჯახის სხვა წევრები და მოწვეული სტუმრები. დამსწრეთა შორის იყვნენ ფეხბურთის ვარსკვლავი დევიდ ბეკჰემი, სერ ელტონ ჯონი, ოპრა უინფრი, ჯორჯ და ამალ კლუნები, სერენა უილიამსი და სხვები.

ჯვრისწერის ცერემონიას უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს როგორც ბრიტანეთში, ისე ტელევიზიითა და ინტერნეტში მთელს მსოფლიოში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG