ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა


გუშინ დემოკრატიული პარტიის პრაიმერებზე ვერმონტის სენატორმა კიდევ ერთი მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის დონალდ ტრამპი კიდევ უფრო დაწინაურდა.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მიჩიგანის შტატში ჰილარი კლინტონი ლიდერობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, სანდერსმა ხმების 50 პროცენტი მოიპოვა. მისისიპიში კლინტონმა გაიმარჯვა.

სანდერსმა მიჩიგანში გამარჯვებას “პოლიტიკური რევოლუცია” უწოდა და დასძინა, რომ მისი პოპულარობა იმ შტატებშია უფრო მაღალი, სადაც პრაიმერები ჯერ არ ჩატარებულა.

ტეხასის სენატორი ტედ კრუზი მეორე ადგილზე გავიდა, ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კეისიკი მესამეზე და ფლორიდის გუბერნატორი მარკო რუბიო ბოლო - მეოთხე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG