ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევის მოლაპარაკებებზე ჩორჩანა-წნელისში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს


ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზი, ერგნეთი, საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის შესახებ, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია კომუნიკეს ავრცელებს.

ჩორჩანა-წნელისში არსებული ვითარება, მოლაპარაკებების ამ რაუნდის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო. საუბარი შეეხო ადამიანთა უკანონო გატაცებას და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

"მონაწილეებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი. განსახილველ საკითხებს შორის იყო ჩორჩანა-წნელისში არსებული ვითარება - როგორცაა, ბოლოდროინდელი დაკავების საქმეები, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის საკითხი.

შეხვედრაზე, ერთის მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალის გამოუყენებლობის საკითხს, მეორეს მხრივ კოვიდ-19-ის გავლენასა და ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას. დადებითად აღინიშნა ამ გამოწვევების ერთობლივი მოგვარების მცდელობები" - ნათქვამია კომუნიკეში.

კომუნიკეში ასევე საუბარია ორი სამუშაო ჯგუფის შეფასებაზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, უსაფრხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარებაზეა ფოკუსირებული. სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ადგილზე ვითარება "შედარებით მშვიდი და სტაბილურია."

"51-ე რაუნდის ფარგლებში, მოლაპარაკებების მონაწილეები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ორ დამოუკიდებელ მომუშავე ჯგუფს, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ადგილზე არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოების კუთხით, შეფასდა როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური" - ნათქვამია ეუთოს მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.

შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის კვლავ ამუშავებას. თანადავმჯდომარეები კი ხაზგასმით საუბრობენ იმავე მექანიზმის გალში შექმნის შესახებ.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია, მიმდინარე წელს გამართული ორი შეხვედრით, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს იმავე ფორმატში, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შექმნას" - ნათქვამია კომუნიკეში.

ეუთოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარდაჭერა გამოითქვა პირისპირ შეხვედრის მნიშვნელობის მიმართ, ასევე დიალოგის გაგრძელებისა და ერთობლივი ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, დაძაბულობის და პოტენციური გაუგებრობების აღმოფხვრას.

"თანათავმჯდომარეების კოლექტიურმა ძალისხმევამ, მონაწილეებს საშუალება მისცა უკეთ გაეცნონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით" - ნათქვამია კომუნიკეში.

ამსათან, კომუნიკეში ხაზგასმუულია პანდემიის გამო გამოწვეული გამოწვევები და მათი გამკლავების მნიშვნელობა. შეხვედრაზე, ერთის მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალის გამოუყენებლობის საკითხს, მეორეს მხრივ კოვიდ-19-ის გავლენასა და ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას. "დადებითად აღინიშნა ამ გამოწვევების ერთობლივი მოგვარების მცდელობები" - აცხადებ ეუთო.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი, 52-ე რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება. 51-ე რაუნდი ორი დღის განმავლობაში, 10 და 11 დეკემბერს მიმდინარეობდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG