ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამბობს, რომ მოვა დრო და ის საკუთარი შემცვლელის ვინაობას დაასახელებს


პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს რუსეთის მოსახლეობას უთხრა, რომ მოვა დრო, როდესაც ის საკუთარ შემცვლელის სავარაუდო ვინაობას დაასახელებს, თუმცა გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, რუსეთის მოქალაქეებმა უნდა მიიღონ.

პუტინი რუსეთს საუკუნის დასაწყისიდან მართავს. მისი მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს იწურება. გასულ წელს რუსეთის კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ, ბევრს მიაჩნია, რომ ის 2024 და 2030 წლებში ისევ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთ შემთხვევაში, ახლა 68 წლის პუტინს, რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა 2036 წლამდე შეეძლება.

რუსეთში სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, შექმნის იმის წარმოდგენას, თუ როგორ შეიძლება ჩაიაროს 2024 წელს დანიშნულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, კრემლმა ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი დააპატიმრა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები „ექსტრემისტულ“ ქსელად გამოაცხადა.

ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში შემომავალ ზარებს პირდაპირ რეჟიმში უპასუხა. ეს მისი ყოველწლიური გამოსვლაა, რომელიც ხშირად საათების მანძილზე გრძელდება. პირდაპირ ეთერში მოსახლეობის ზარებზე პასუხის გაცემით, კრემლი ცდილობს ქვეყანას დაანახოს, რომ პრეზიდენტს რეალურად ესმის ხალხის ყოველდღიური წუხილი და მოქალაქეებთან პირდაპირ კავშირზეა.

„მოვა დრო, როცა იმედი მაქვს, შევძლებ ისეთი ადამიანის დასახელებას, რომელიც იქნება იმის ღირსი, რომ ისეთი არაჩვეულებრივი ქვეყნის ლიდერი იქნება, როგორიცაა რუსეთი, ჩვენი სამშობლო“, თქვა პუტინმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG