ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტმა ამავე განკარგულებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც დანიშნა.

პრეზიდენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად... ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას... ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ.“

საკონსტიტუციო ცვლიელებების საფუძველზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები პირველად აირჩევენ პარლამენტს განსხვავებული წესით. საკანონმდებლო ორგანოში 120 დეპუტატი პროპორციული წესით, 30 კი - მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული. ამასთან, პარლამენტში მოხვდება ყველა პარტია, რომელიც 1-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას შეძლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG