პრაღის მერს პოლიცია იცავს, მას შემდეგ რაც მედიის ინფორმაციით ის და მისი კოლეგა რუსეთის მხრიდან მოწამვლის სამინზე გახდნენ. ზდენეკ ჰრიბმა „ეხო მოსკვისთან“ საუბარში განაცხადა, რომ პოლიციამ, 27 აპრილს, ის დაცვის ქვეშ მოაქცია, თუმცა მას არ დაუდასტურებია ცნობები, რომ ეს მისი მოწამვლის საფრთხეს უკავშირდება. მეორე პირი, რომელიც ცნობების მიხედვით რუსების სამიზნეა, პრაღის მეექვსე რაიონის მერი, ონდრეი კოლარია.
მედიის მიხედვით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომას პეტრიჩეკმა, რუსეთის ელჩს აცნობა, რომ თუ ჩეხ პოლიტიკოსებს რაიმე დაემართებათ, ამას ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა ექნება.
ჩეხური გამოცემა „რესპექტი“ უშიშროების სტრუქტურებიდან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პრაღაში რუსეთის დაზვერვის ოფიცრები დიპლომატიური პასპორტებით ჩავიდნენ, ჩემოდნით, რომელშიც მომწამლავი ნივთიერება იყო განთავსებული. გამოცემის ინფორმაციით, ისინი რუსეთის საელჩოში გადაიყვანეს.
ჰრიბი რუსეთის მხრიდან კრიტიკის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მოედნის სახელის შეცვლას და ბორის ნემცოვის, კრემლის კრიტიკოსის სახელის დარქმევას მხარი დაუჭირა. ნემცოვი 2015 წელს მოსკოვის ცენტრში გასროლით მოკლეს. რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ მისამართს კორესპონდეციისთვის არ გამოიყენებდა და რომ მიმოწერას გვერდითა ქუჩის მისამართით აწარმოებს.
„ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში ჰრიბმა განაცხადა, რომ მას არ ეშინია.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოივანი ჩემი პრინციპები დავიცვა, თუნდაც ამან ჩემს სიცოცხლეს რისკი შეუქმნას“, - თქვა მან.
გამოცემა „დენიკ ნ“-ის ინფორმაციით, პოლიციის დაცვის ქვეშაა ასევე პრაღის შემოგარენში, კიდევ ერთია რაიონის მერი პაველ ნოვოტნი. ნოვოტნიმ გასულ წელს ინიციატივა წარადგინა, რომელიც მის რაიონში საბჭოთა კავშირის წინააღდეგ მებრძოლი, საბჭოთა დეზერტირებისთვის მონუმენტის დადგმას ითვალისწინებდა.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა ასევე, ჩეხეთის დედაქალაქის მეექვსე რაიონის მერის, ონდრეი კოლარის გადაწვეტილებამ, წითელი არმიის გენერლის, მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟის შესახებ. მოსკოვმა მაშინ განაცხადა, რომ ეს უშედეგოდ არ ჩაივლიდა.
ინციდენტმა, პრაღასა და მოსკოვს შორის უთანხმოება გამოიწვია და გააჩინა ეჭვები, რომ ერთი კვირის წინ, ჩეხეთში ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აეროპორტის წინააღმდეგ მიტანილი კიბერ შეტევების უკან რუსეთია. აღნიშნული კიბერ შეტევა მკაცრად დაგმო ასევე ვაშინგტონმაც. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ნებისმიერი ვინც მსგავს აქტივობაში მონაწილეობს "პასუხისგებას უნდა მოელოდეს".
ამ დროისთვის, ჩეხ ოფიციალურ პირებს, მოწამვლის გეგმის და რუსული ქმედებების შესახებ ოფიციალური განმარტბა არ გაუკეთებიათ.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მოწამვლის გეგმასთან დაკავშირებულ ბრალდებებს, "სიცრუე“ უწოდა.
Facebook Forum