ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონი ვაშინგტონს სტუმრობს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, პრეზიდენ ჯო ბაიდენის ნიუ-იორკის შემდეგ, ვაშინგტონში ესტუმრება. სამშაბათს, ვაშინგტონში, ტრანს-ატლანტიკური ლიდერების შეხვედრაზე განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის ბრიტანეთში დაგეგმილი დიდი ეკოლოგიური კონფერენციის წინ, ყურადღებას უსაფრთხოებაზე, კლიმატის და ეკონომიკის რეგულაციებზე გაამახვილებს.

ეს ხდება იმ ფონზე, როცა ვაშინგტონსა და ევროკავშირში ლონდონის მთავარ მეტოქე, პარიზს შორის ბზარი გაჩნდა. ამ ბზარის გაჩენაში კი ბრიტანეთმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ავსტრალიისთვის წყალქვეშა ნავების მიწოდებაზე ხელშეკრულება, რომლის შესახებაც შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, საფრანგეთის ხარჯზე მოხდა. საფრანგეთმა ამის გამო, შეერთებული შტატებიდან და ავსტრალიიდან საკუთარი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია და ბრიტანეთთან თავდაცვის საკითხზე შეხვედრა გააუქმა.

პარალელურად, პროტესტის ნიშნად, ევროკავშირის ელჩებმა 29 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა გადადეს, სადაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭო უნდა გამართულიყო, ვაჭრობისა და ტექნოლოგიურ საკითხებზე.

საფრანგეთი აცხადებს, რომ განიხილავს რეაგირების შესაძლო ვარიანტებს გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც პარიზმა 40 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტი დაკარგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG