ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საფოსტო მომსახურება იცვლება


ახალი გრაფიკის მიხედვით, რომელიც ძალაში აგვისტოდან უნდა შევიდეს, საფოსტო მოსახურება შაბათს გაუქმდება


შეერთებული შტატების საფოსტო მომსახურება აცხადებს, რომ ფოსტის გავრცელება შაბათ დღეს მაინც გაგრძელდება, რადგან კონგრესს ალტერნატიული წინადადება ჯერ არ შემოუთავაზებია.

საფოსტო მომსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონგრესის მიერ განხორციელებული შეკვეცები ფოსტის მომსახურების ახალ გრაფიკს ზღუდავს. გრაფიკის მიხედვით, რომელიც ძალაში აგვისტოდან უნდა შევიდეს, საფოსტო მოსახურება შაბათს გაუქმდება.

შარშან შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურს 16 მილიარდი დოლარი ჩამოაჭრეს. თებერვალში სამსახურმა კონგრესს ახალი კანონის შექმნა თხოვა, რომლის მიხედვითაც საფოსტო მომსაურება 5 დღიანი გახდება და წელიწადში 2 მილიარდი დოლარი დაიზოგება.
XS
SM
MD
LG