ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის შესაძლო ვიზიტი ისრაელში


ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და ბენიამინ ნეთანიაჰუ (მარცხნივ). ნიუ-იორკი, აშშ. 20 სექტემბერი, 2023 წ.
ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და ბენიამინ ნეთანიაჰუ (მარცხნივ). ნიუ-იორკი, აშშ. 20 სექტემბერი, 2023 წ.

თეთრი სახლი, ისრაელში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შესაძლო ვიზიტს განიხილავს. შეერთებული შტატების ლიდერის პოტენციურ მოგზაურობას უსაფრთხოების ბევრი გამოწვევა და არაერთი პოლიტიკური პრობლემა ახლავს თან, იმის მიუხედავად, რომ ამ მომენტში ვიზიტს, შესაძლოა, გრძელვადიანი დიპლომატიური უპირატესობები ჰქონდეს.

ბაიდენი ისრაელში პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიწვია, რადგან ის ღიად უჭერს მხარს ისრაელს, - ახლო აღმოსავლეთში, ვაშინგტონის უახლოეს მოკავშირეს. მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, ისრაელისთვის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში, როცა 7 ოქტომბერს, პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასის" მეომრების მიერ მიტანილი მსხვერპლიანი თავდასხმის გამო, ქვეყანა 1300 დაღუპულს გლოვობს.

ბაიდენის შესაძლო მოგზაურობისთვის დაჭერილ თადარიგზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. თეთრმა სახლმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიენ უოტსონმა მხოლოდ ეს თქვა: „ახალ მოგზაურობაზე განცხადება არ გვაქვს“.

მსგავსი ვიზიტი თეთრი სახლისთვის იშვიათობას წარმოადგენს და რისკიანი არჩევანი იქნება. თუმცა, ამით პრეზიდენტი ბაიდენი პრემიერ ნეთანიაჰუს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას დაუდასტურებდა. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბაიდენს ისრაელში ვიზიტი რეგიონში გავლენის მეტ ბერკეტს მოაპოვებინებს, შინ კი მეტ ავტორიტეტს მოუტანს.

შეერთებული შტატები მაქსიმალურად ცდილობს კონფლიქტის არსებულ ჩარჩოებში შეკავებას და მისი შესაძლო გაფართოებისთვის ხელის შეშლას. ვაშინგტონში შიშობენ, რომ კრიზისში შესაძლოა ჩაერთოს ირანი და კიდევ ერთი დაჯგუფება "ჰეზბოლა", რაც რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, გაცილებით უფრო პრობლემური იქნება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG