ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის პრეზიდენტი, ბეირუთის აფეთქებაში "გარე ჩარევის შესაძლებლობას" არ გამორიცხავს


ბეირუთის ისტორიაში მომხდარი უდიდესი აფეთქების უკან, "გარე ჩარევის" შესაძლებლობას არ გამორიცხავს ლიბანის პრეზიდენტი.

"აფეთქების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. არსებობს გარე ჩარევის შესაძლებლობა, რაკეტით, ბომბით ან რაიმე სხვა მოქმედებით" - მიშელ აუნის ამ კომენტარს ადგილობრივი მედია ავრცელებს და უკვე დაადასტურა პრეზიდენტის ოფისმაც.

პრეზიდენტი ასევე განიხილავს დაუდევრობისა და უბედური შემთხვევის შესაძლებლობასაც. ის მანამდე აცხადებდა, რომ წლების განმავლობაში, ფეთქებადი მასალა პორტში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.

თავდაპირველად, რაიმე სახის თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა ამერიკის შეერთებული შტატებიც.

აფეთქებაში, რაიმე ტიპის როლი ქონა გამორციხა ისრაელმა, რომელსაც ლიბანთან რამდენიმე ომის გამოცდილება აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG