ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი "შეშფოთებით" აკვირდება ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებს


გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი აცხადებენ, რომ ბელორუსში მიმდინარე მოვოლენებს „დიდი შეშფოთებით" აკვირდებიან.

9 აგვისტოს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

მინსკში ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა და პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ოპონენტების შევიწროება გააპოროტსტა,

ლუკაშენკო დემონსტრანტებს უცხო ქვეყნის მარიონეტებად მოიხსენიებს და ქვეყნის დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს.

ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდი საპროტესტო გამოსვლების და დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ბელარუსის პოლიციამ მინსკსა და სხვა ქალაქებში ასობით დემონსტრანტი დააკავა. დემონსტრაციების რამდენიმე კვირიანი ტალღა, საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს სავარაუდო მეტოქის ვიქტარ ბაბარიკას და ოპოზიცის სხვა წევრების დაკავებას მოჰყვა. ბაბარიკა ცენტრალურმა საარჩეევნო კომისიამ არჩევნებზე არ დაუშვა.

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლუკაშენკოს გარდა კიდევ ოთხი კანდიდატი შეარჩია. მათ შორის დაკავებული ბლოგერის ცოლი, სვეტლანა ციხანიუსკაიაა. სერგეი ციხანიუსკიმ, მას შემდეგ რაც კომისიამ უარი უთხრა არჩევნებში მონაწილეობაზე, კანდიდატადად მისი ცოლის რეგისტრაცია სცადა. ციხანიუსკი მაისში საპროტესტო გამოსვლაზე დააკავეს და თუ მას დამნაშავედ ცნობენ, ციხეში სამი წელი ემუქრება.

მოსალოდნელია, რომ 9 აგვისტოს არჩევნებში, ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური თავისუფლებები ძალზედ შეზღუდულია, არ არსებობს თავისუფალი მედია და არჩევნები, დასავლური ორგანიზაციების შეფასებით, მოკლებულია დემოკრატიულ სტანდარტებს, სავარაუდოდ კვლავ, ლუკაშენკო გაიმარჯვებს.

პარალელურად, ბელორუსს ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა ლუკაშენკო კოვიდ-19 პანდემიას "მასობრივ ფსიქოზს" უწოდებს და უარყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვების მოწოდებას, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანცირების წესები იქნას შემოღებული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG