უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა, რათა რუსეთის მცდელობას-დაასუსტოს საქართველოს ეკონომიკა- წინ აღუდგნენ.
ვიდეო მიმართვაში პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები კრემლის“ მეთოდების“ ნაწილია და მისი მიზანი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის დასუსტებაა. „უკრაინელების გული საქართველოსთვის ძგერს“, - ამ წარწერით განათავსა უკრაინის ექს-პრეზიდენტმა საკუთარი ვიდეო სოციალურ ქსელ „ტვიტერზე’.
„ჩვენ, უკრაინელებმა ქართველები გასაჭირში არ უნდა დავტოვოთ“, - განაცხადა პოროშენკომ. „წადით შესანიშნავ, საქართველოს მზიან კურორტებზე, სადაც ქართველები, საკუთარ სტუმართმოყვარეობას გაჩვენებენ“, - თქვა მან.
პოროშენკო, თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კრემლმა 8 ივლისიდან საკუთარ მოქალაქეებს და ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.
რუსეთის პრეზიდენტის გადაწვეტილებას სოციალურ მედიაში კამპანია „მეგობრებს მსოფლიოს გარშემო“ მოჰყვა, რომელიც უცხოელებს, მოსკოვის გადაწვეტილების ფონზე, საქართველოში სტუმრობისკენ მოუწოდებს.
კამპანიას შეუერთდა ავტორი და ჟურნალისტი ედვარდ ლუკასიც, რომელმაც საკუთარ სტატიაში, მკითხველს მოუწოდა #იყიდონქართული. მისი თქმით ეს „უცხოელებისთვის საუკეთესო გზაა საქართველოს მამაც ხალხს სოლიდარობა აჩვენონ“.
Facebook Forum