ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს


ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობის წირვა რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-მ წმინდა პეტრეს ტაძარში ჩაატარა. წმინდა პეტრეს მოედანზე დღეს ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ წირვას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ახალგაზრდები ესწრებოდნდნ.

რომის პაპი გუშინ 84 წლის გახდა ხოლო 2 დღეში კი მისი აღსაყდრებიდან 6 წელი გახდება.

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს რომის პაპმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ: ბზობის დღესასწაული იმ გზის დაწყებას ზეიმობს, რომელიც ღმერთთან მიგვიყვანს. კაცობრიობამ ბევრს მიაღწია საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ყველა მიღწევა სიკეთეს არ ემსახურებოდა. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ბოროტებაც ძლიერდება. პაპმა მაგალითად ის უბედურებები დაასახელა, რომლებმაც უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG