ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპი პრანცისკე ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს აგრძელებს


ორშაბათს, რომის პაპმა ისლამის იუდაიზმის და ქრისტიანობის მიმდევრებს მოუწოდა პატივი სცენ ერთმანეთს, როგორც ძმებმა და დებმა და ღმერთის სახელი ძალადობით არასდროს შეურაცხჰყონ.

მან თავისი მიმართვა, ახლო აღმოსავლეთში პილიგრიმობის მესამე, ბოლო დღეს გააჟღერა, როცა საძირკვლის ქვის გუმბათს სტუმრობდა. ეს ისლამისთვის მესამე, ყველაზე წმინდა ადგილია. მუსლიმებს სჯერათ, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედი ამ ადგილიდან ამაღლდა ზეცაში. მეჩეთი იუდაიზმის ყველაზე წმინდა ადგილზეა აშენებული, სადაც როგორც სჯერათ, ბიბლიური პირველი და მეორე ტაძრები იდგა.

პაპი ფრანცისკე შემდეგ დასავლეთის გოდების კედელთან მივიდა, სადაც რამდენიმე წუთით ლოცვისთვის თავი დახარა. ეს კედელი, ბიბლიური მეორე ტაძრის ერთადერთი ნაშთია და ებრაელებისთვის უწმინდესი სალოცავი ადგილია.

პაპი დაუგეგმავად ეწვია იმ ისრაელელების ხსოვნის მონუმენტს, რომლებიც პალესტინელთა თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ.

პაპი მოგვიანებით ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდება.
XS
SM
MD
LG