ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ, რუსი ოფიციალური პირები ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე საუბრობენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ორ-საათიანი მოლაპარაკებების დროს, ორი ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხების პროდუქტიული განხილვა მოხდა. თუმცა, არც ერთ საკითხში განსაკუთრებული პროგრესი არ ყოფილა მიღწეული.

ამ ეტაპზე, აშშ-ი და რუსეთი სხვადასხვა გლობალური საკითხების მოგვარებით არიან დაინტერესებული.

სირია, ამ საკითხთა შორისაა. იქ რუსეთი მხარს უჭერს პრეზიდენტ ასადის ძალებს, აშშ კი ასადის გადაყენებისკენ მებრძოლ მეამბოხეებს ემხრობა. სამშაბათს, პომპეომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს და რუსეთს ახლა ეძლევათ საშუალება ერთად იმუშავონ და დაიწყონ ის პროცესი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაშია დასახული. ეს რეზოლუცია, კი სირიელების მიერ მართულ პოლიტიკური გარდამავალი პროცესისკენ მოუწოდებს, რომელიც შედეგად ცეცხლის შეწყვეტას, ახალ კონსტიტუციას და არჩევნებს მოიტანს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მისი მოლოდინია გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობა. ეს ჩვენი ქვეყნების ყველა მაცხოვრებელს წაადგება. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა კარგი ნაბიჯია ამ მიმართულებით,-"თქვა პომპეომ.

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს რამდენიმე დღით ადრე მართლაც ესაუბრა და მისი შთაბეჭდილებით, ამერიკის პრეზიდენტს მართლაც სურს აშშ-რუსეთის ურთიერთობის აღდგენა.

ცოტა უფრო ადრე, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მაიკ პომპეომ რამდენიმე მკაცრი გაფრთხილება მისცა რუსეთს, თქვა რა, რომ მოსკოვმა თავი უნდა შეიკავოს 2020 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევისგან, გაათავისუფლოს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და შეეცადოს მიაღწიოს მშვიდობას უკრაინასთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG